Wednesday, October 19, 2011

ხალიბები

პროექტის სახელი : ხალიბები
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ ვინ იყვნენ ხალიბები, რითი იყვნენ ისინი ცნობილნი საქართველოში.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ ვინ იყვნენ ხალიბები, რა საქმიანობას ეწეოდნენ ისინი საქართველოში.მოიძიებენ ინფორმაციას, რომელ საუკუნეში მოღვაწეობდნენ ისინი. მოიძიებენ ცნობებს მთელი ქართული მეტალურგიის ისტორიის შესახებ, რომელსაც ღრმად აქვს გადგმული ფესვები ჩვენი ქვეყნის წარსულში . მოძებნიან სხვადასხვა ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროებს ინფორმაციის მოსაძიებლად. მოიძიებენ საქართველოს , რომელ კუთხეებში აწარმოებდნენ ძველად ფოლადს. აღწერენ პირველ მეტალურგიული ქარხნის მუშაობას, შეიტყობენ ასევე რა ხდება თანამედროვე მეტალურგიაში. შესაძლებელია ამ ადგილებში მოეწყოს ექსპედიცია. გადაიღონ ფოტოები და შექმნან ძველი და ახალი მეტალურგიის ფოტოგალერეა. მოპოვებულ ინფორმაციას განათავსებენ ვებ-გვერდზე, რათა ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს ქართული მეტალურგიის ისტორია. შექმნიან სტატისტიკას საქართველოში ფოლადის წარმოების ოდენობის შესახებ სხვადასხვა პერიოდში.
4. მონაწილეთა ასაკი: 9-11 კლასები.

5. ვადები: ნოემბერი  2011. აპრილი 2012.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ბავშვებს განუვითარდებათ კვლევა ძიების უნარები, მიღებული ცოდნის გამოყენების უნარი, ისწავლიან ინფორმაციის მოპოვებას, შექმნიან ვებ-გვერდს ინტერნეტში. შექმნიან სტატისტიკას.
7. მოსალიდნელი შედეგები: ქართული მეტალურგიის ისტორია განთავსდება ინტერნეტ სივრცეში.
8. სარგებელი სხვისათვის: ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება მოსწავლის მიერ განთავსებული ინფორმაცია ქართული მეტალურგიის შესახებ.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან და ეროვნულ გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია (განიხილავენ იმ ეპოქებს , რომლებშიც ხდებოდა ფოლადის წარმოშობა), გეოგრაფია(მოიძიებენ ამ კუთხეების ადგილმდებარეობას), მათემათიკა შექმნიან საქართველოში სხვადასხვა დროში ფოლადის წარმოების სტრატეგიას.ქიმია(საქართველოში არსებული ქიმიური ელემენტები და მათი ნაერთები)
11. მონაწილე სხვა სკოლიდან:
12. პროექტის ფასილიტატორი: ჯემალ ბერიძე-
13.პროექტის ფასილიტატორის ელფოსტა mazmanai@gmail.com